River Park ახალი მრავალფუნქციური უბანია თბილისში, დიღომი #8-ის ტერიტორიაზე. პროექტი შენდება უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, მდინარე მტკვრის პირას. კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ და სასტუმრო აპარტამენტებს, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.
River Park-ის მიზანია გახდეს მდგრადი განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრების მაგალითი საქართველოში და დანერგოს ურბანული განვითარების სტანდარტი, რომელიც ჰარმონიაშია ბუნებრივ გარემოსთან.
რივერ პარკი განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ცხოვრების ხარისხს.
კვლევებით დასტურდება, რომ ხეების გარშემო დროის გატარება და ხეების ყურებაც კი ამცირებს სტრესის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს განწყობას. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ წყალთან და მცენარეებთან ახლოს ცხოვრებას პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩასუნთქული ჟანგბადის 20% პასუხისმგებელია ტვინის მუშაობაზე. შესაბამისად, სუფთა ჰაერის რაოდენობის ზრდა უზრუნველყოფს ტვინის ჯანსაღად ფუნქციონირებას, ეხმარება ადამიანს ფიქრებსა და ქმედებებზე კონცენტრირებაში.